გიორგი ხოჯევანიშვილი - როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე, ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდზე მორგებული შეთანხმება

როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე, ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდზე მორგებული შეთანხმება - ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელი იქნება დეპოლარიზაციის დასრულება იმ პირობებში, როცა მთავარი საკითხი, რაზეც ერთი მხრივ "ქართული ოცნება", მეორე მხრივ კი "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხია.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, ინიციატივაზე პარტიულ საკითხებზე შეთანხმებას გულისხმობს.

"ჩვენთვის მისასალმებელია ის ინიციატივა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ რთული მისია, ჩვენ ამ ყველაფერს საკმაოდ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები დადებითი შედეგით დასრულდება და ჩვენ გვინდა ამ ყველაფერში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პოზიტიური როლი შეასრულოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე, ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდზე მორგებული შეთანხმება. ამის უკან ვგულისხმობთ ზეპარტიულ საკითხებს, ისეთებს, როგორიც არის პოლარიზაციის დასრულება, დეოკუპაცია, მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ა.შ. ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით არ არის ეს ინიციატივა,"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მასობრივი შიმშილობის აქციას და აღნიშნა, რომ "მაშინ, როცა ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ასეთი რადიკალური ფორმებით გამოხატული პროტესტი ალბათ ხელს არ უწყობს ამ პროცესს."

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა