„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პირველი ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ გაიმართა. ფორუმი პანელური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც მოდერირებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უწევდა.
„საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფორუმის წევრებს მიესალმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - ლაშა ლაბაძე. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის წარმომადგენლებმა. ფორუმზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შრომითი და კომერციულ დავების ეფექტურად გადაწყვეტაში მედიაციის როლზე, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ბიზნეს სექტორში მედიაციის მნიშვნელობას. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს სანოტარო მედიაციის განვითარების საჭიროებებზე და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მის პოპულარიზაციის გზებზე - საუბარია "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია“, - ნათქვამია "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.