ირაკლი ქარსელაძე-პრემიერ-მინისტრის ანგარიში კონკრეტული მიღწევებითა და ციფრებით იყო წარმოდგენილი

"მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ძალიან შედეგიანი 2021 წლის ანგარიში, რომელიც კონკრეტული მიღწევებითა და კონკრეტული ციფრებით იყო წარმოდგენილი და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება 2022 წელი იმ გეგმების შესაბამისად, რომლებზეც მან ისაუბრა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მან ასევე გამოყო ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდა და სამომავლოდაა დაგეგმილი. ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა დღგ-ს განაწილების ფორმულასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც პირველივე წელს უკვე 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ მუნიციპალიტეტებს ხოლო წელს ეს თანხა 145 მილიონ ლარზე მეტია, რაც ბუნებრივია არის დამატებითი შესაძლებლობა რათა კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს და გაუმჯობესდეს ყოფა რეგიონებში.

"როცა რეგიონებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერის მიერ ინიცირებული რეგიონული განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ პირველი ეტაპის განმავლობაში 500 მილიონი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი და რომლის შედეგადაც უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები 63- ვე მუნიციპალიტეტში, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ხედვა რომელიც 10- წლიან გეგმაშია წარმოდგენილი და რომლის მიხედვითაც 32 მილიარდი ლარის ინვესტირება მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით არის გათვალისწინებული. შედეგად ყველა მაგისტრალური გზა იქნება აშენებული, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების ხარისხი 100 პროცენტით გაუმჯობესდება, ისევე როგორც სრულად იქნება სოფლები და ქალაქები წყალმომარაგებით და წყალარინებით უზრუნველყოფილი. გაგრძელდება ის მნიშვნელოვანი პროგრამები რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მეტი ჩართულობის და ამ მნიშვნელოვანი მიმართულებებით განხორციელდება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა