რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შესაძლოა, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ ქარსელაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “ბილტმორში” განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.
“არა, რა თქმა უნდა. სისულელე არის, რაზე ვლაპარაკობთ, რაც არ არსებობს იმაზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.