პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა ისე დასრულდა, რომ სიტყვით გამოსვლისა და განცხადებების გაკეთების უფლებით არც საპარლამენტო ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ უსარგებლია.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნა მხოლოდ თანამომხსენებელმა - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძე დაიკავა და ამით ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის პროცესი დასრულდა.
პარლამენტის წევრებმა ფინანსთა მინისტრს დღეს მხოლოდ კითხვები დაუსვეს და დასმულ კითხვებზე პასუხი მოისმინეს.
2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.