გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა

„წიაღის ეროვნულ სააგენტოს" სახელი შეეცვლება და ის საქმიანობას „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს" სახელწოდებით განაგრძობს. ამას ითვალისწინებს „წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების" პროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა განიხილა.

მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ განმარტა, რომ ცვლილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებს მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს.

მისი თქმით, პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულია და შესაბამისად აისახა დოკუმენტში.

კანონპროექტიდან გამომდინარე, სახელის ცვლილებით გამოწვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდება ყველა იმ საკანონმდებლო აქტში, სადაც ფიგურირებს სააგენტოს დასახელება. კერძოდ ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", „საქართველოს საგადასახადო კოდექსში", „რეგულირების საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში", „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში".

კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხვალ მეორე მოსმენით განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას