წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვლება და საქმიანობას  სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს

წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვლება და საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განსახილველად გაიტანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც თვისობრივად ცვლის სააგენტოს ფუნქციონირებას, ასევე იცვლება მისი სახლწოდებაც და ის საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს.

შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში “, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში. ასევე შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას