საუკუნის ანსამბლი – ბასიანი (R)

10 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ანსამბლი „ბასიანი“ დააჯილდოვა ფონდის სპეციალური ჯილდოთი და წოდებით „საუკუნის ანსამბლი“. ასევე, გადასცა სიგელი და ფულადი ჯილდო 20 000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მოქანდაკე გია ჯაფარიძემ სპეციალურად ,,ბასიანის“ 20 წლის იუბილესათვის შექმნა მცირე ზომის ქანდაკება – „ბასიანის მადლიერების ჯილდო“, რომელიც გადაეცათ ადამიანებს, რომელთაც ანსამბლის წარმატებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.დაჯილდოებულთა შორის არიან ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლები – ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა