ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ მარცხდება ივანიშვილი და ამის შედეგი იქნება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხის იმდაგვარად დასმა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრი არ აქვს, მიაჩნია მცდელობად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დარჩენის საბაბი მოიპოვოს“.
„დებულება ჯერ გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და მერე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩემი აზრით, საკუთარ თავშივე მოიცავს ერთ მარტივ წინააღმდეგობას - სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა გადის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე, პირიქით ხდება და ჩვენ თუ შევძელით ივანიშვილის რეჟიმის ნების საწინააღმდეგოდ სააკაშვილის ან სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ დაგვიმარცხებია ბიძინა ივანიშვილი, ანუ აქაც ფორმულა ჯერ რა ხდება, სინამდვილეში მეტყველებს ჩვენს სისწორეზე. ჯერ მარცხდება ივანიშვილი საარჩევნო ან არასაარჩევნო გზებით თუ ამის რეალურ საშუალებას დღეს ვხედავთ, ამიტომ ჯერ მარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი და ამის შედეგი იქნება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ყველა სხვა დამოკიდებულება არის სინამდვილეში ბრძოლის იმიტაციისა და ილუზიის შექმნა, მათ შორის შესაძლოა, განპირობებული იმ მოტივით, რომ პარლამენტის დატოვების მოთხოვნა არ დადგეს დღის წესრიგში“, - განაცხადა ბობოხიძემ.