"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ერთობლივი ინიციატივით, USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity მხარდაჭერით ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი "მედიაცია იურისტებისთვის" დაფუძნდა, რომელიც ყოველ წელს გაიმართება.
საერთაშორისო ფორუმი "მედიაცია იურისტებისათვის" გახსნა და მოდერირება გაუწია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ -ირაკლი ყანდაშვილმა.
ფორუმზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს წარმომადგენლის როლს მედიაციის პროცესში.
„საერთაშორისო ფორუმის „მედიაცია იურისტებისთვის" დაფუძნება არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს.
ღონისძიების დასასრულს ხელი მოეწერა ქარტიას, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლებლობის ფარგლებში მედიაციის განვითარების ხელშეწყობას. სსიპ"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, ასოციაცია აგრძელებს მედიაციის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას დაგეგმავს არაერთი სხვა მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის შემდგომ განვითარებას საქართველოში.