24 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელი კორეის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრებს შეხვდება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
24 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ვახტანგ კალოიანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: კორონავირუსის სტატისტიკა.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მის: ბარნოვის 40.
24 ნოემბერს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კონფერენციას გამართავს.
თემა: მთავრობის მიერ დამტკიცებული ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის სტრატეგია და სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს შორის გაუცხოების, დაძაბულობისა და მიკრო-კონფლიქტების გამოცდილებები.
მის: გუდიაშვილის 3 (სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისი“)
საკონტაქტო: ანასტასია რაიკი, 597 114 472; სალომე აჩბა, 593 73 75 03
24 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ოკუპირებულ აფხაზეთში ღიად დაიწყო ფართომასშტაბიან პრივატიზაციაზე საუბარი, რაც უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისებას გულისხმობს. კრემლი აფხაზეთის ანექსიის გადამწყვეტ ფაზაზე გადადის - დათმობენ, თუ არა აფხაზები მიწებსა და შენობა-ნაგებობებს. ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი."
მის: კოსტავას ქუჩა 47/57;
საკონტაქტო: 593 53 45 24
24 ნოემბერს, 11:20 საათზე, სასტუმრო „გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის რიგით 57-ე სხდომა გაიმართება, რომელსაც 18 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ესწრება.
მის: თელავის ქ.20
24 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
24 ნოემბერს, 13:30 საათზე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის, იმერეთსა და გურიაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლობით, ქუთაისის მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ შეხვედრები გაიმართება. 15:00 საათზე კი ღონისძიებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე შეუერთდებიან.
მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 14ა
24 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დანიის სტატისტიკის სამსახურს შორის, ევროკავშირის პროგრამა TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართება.
მის: მ. კოსტავას ქუჩა #14
24 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
24 ნოემბერს, 14:30 საათზე, „სახელოვნებო განათლებასთან" დაკავშირებით პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)