ანა დოლიძე - ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია

ონლაინ კაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია - ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ,- ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი მსგავსი განცხადებებით რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს.

"დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ათი ათასობით ამომრჩეველი და ჩვენი მოძრაობა ითხოვს უკვე წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში სწორედ ამ ხელისუფლებამ აპარპაშა ონლაინ კაზინოები, მილიარდობით ლარი მიედინებოდა ონლაინ კაზინოების ჯიბეში ჩვენი ჯიბიდან წლების განმავლობაში და დაიღუპა თაობები. რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? - იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი, ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია.

უნიჭო პოპულიზმის კარგი მაგალითია და ეს უკავშირდება მის პიროვნულ შეფასებას ივანიშვილის მიერ, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეპუტაციის გადასარჩენად, იმასაც იტყვის, რომ ხვალ გავფრინდებით მარსზე, ეს არის უნიჭო პოპულიზმი", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა