გია ვოლსკი - მადლობა დიპლომატიური სამსახურის მთელ კორპუსს,  რომელმაც იცის იმ მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს

მადლობა უნდა გადავუხადოთ დიპლომატიური სამსახურის მთელ კორპუსს, ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტ ხალხს, რომლებმაც იციან თავის საქმე და იციან იმ მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყნაში გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსმენის დროს განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ხშირად არის იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ, თითქოს, ქვეყანას არაფრისთვის მიუღწევია. მისივე თქმით, ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს აღებული კურსი, რაც უახლოეს მომავალში მეტ შედეგს მოიტანს.

„თემა, რასაც ჰქვია საგარეო კურსი, იყო, არის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება ექსპლუატაციის თემა, რომელიც ისე ჩამოყალიბდა, რომ, თითქოს, ამ პატარა ქვეყანას, დღეის მდგომარეობით, არაფრისთვის მიუღწევია, თითქოს არ არსებობს არც ჩვენი ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, თითქოს ჩვენ ვართ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ხელს უშლიან თურმე დასავლური მიმართულების განვითარებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხიც აღარ არის გასაცემი და რასაც ვაკეთებდით, ის უნდა ვაკეთოთ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი გვექნება შედეგი", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ამოცანა არის ერთი და მთავარი - ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი თემაა, რომელიც შედგება იმ საკითხებისგან, რაზეც მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა.

„მთავარი ერთია - ყოველდღიური რუტინული საქმიანობის გარდა არსებობდეს საქმისადმი ისეთი ემოციური დამოკიდებულება, როგორიც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის შემადგენლობას გააჩნია და მადლობა მათ ამისათვის", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა