კახა კახიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნება მრგვალი მაგიდის ფორმატის გამოყენება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დეპუტატ კახა კახიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნება მრგვალი მაგიდის ფორმატის გამოყენება.

კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნულზე აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ დიალოგის მომხრე, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოება არის ორად გახლეჩილი, ეს პოლარიზაცია ქვეყნისთვის კარგად არ დამთავრდება. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რაღაც დოზით ისეთი მოქმედება დავგეგმოთ, რომელიც პოლარიზაციას უფრო დააცხრობს. ამისთვის კარგი იქნება მრგვალი მაგიდის ფორმატის გამოყენება.

საზოგადოების ერთი ნაწილი სააკაშვილს ყველაფერში უაპელაციოდ ამართლებს, მეორე ნაწილს მასთან და მისი პრეზიდენტობის დროს წარმოშობილ პრობლემებთან საფუძვლიანი კითხვები აქვს. ახლაც ვხედავთ უპრეცედენტო აგრესიას ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ბატალიებისა, მე ასეთი რამ არ მახსოვს. ფაქტობრივად, ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ“, - განაცხადა კახიშვილმა.

პოლიტიკოსის აზრით, ექიმების ორივე ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა კონსიულუმს წარმოადნგენს, ერთად უნდა დასხნენ და შეთანხმდნენ, რა არის უკეთესი. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება შესრულდეს.

“ორი სხვადასხვა აზრია, ერთი არის ექიმების ჯგუფი, რომლის კვალიფიკაციასაც თავად კონსილიუმში მონაწილე ექიმები არ უარყოფენ - ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ურუნველვყოთ ის, რაც ასეთი აავდმყოფისთვის საჭიროა. ისინი ამბობენ, რომ არ შეგიძლიათ. ყველაზე კარგი, რასაც მე გავაკეთებდი - მათ ერთად დავსვამდი, ყველას აქვს ხომ მოცემულობა, ანალიზები და ვეტყოდი: მოდი, ექიმურად გაარკვიეთ. ერთმანეთთან ისაუბრეთ და გაარკვიეთ, რაც უკეთესი იქნება, მე ამას შევასრულებ. თუ თვქენ ყველა ერთ აზრზე იქნებით და ამას ყველაფერს დაასაბუთებთ, კი ბატონო“, - აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ მედიკოსთა კონსილიუმის შესახებ.

„ექიმის პროფესია პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში გვახსოვს მომენტები, როდესაც ექიმები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაგრამ აქ საკითხი მხოლოდ კონსილიუმის წევრების გაზიარებაზე არ დგას. იმ ადამიანები, რომლებიც ციხის სამედიცინო დეპარტამენტში მუშაობენ, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. მათ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, თუ საჭიროა, ის უნდა გადაიყვანონ კლინიკაში.

„თუ საჭიროა, სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილად საჭირო და ეს უნდა დაადგინონ ექიმებმა. ამას არ წყვეტს არც მინისტრი, არც კახიშვილი - მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დღეს აკისრია ხელისუფლებას , - აცხადებს კახიშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა