17 ნოემბერს, 11 :00 საათზე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სრულად რეაბილიტირებული ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართება.
მის: უცნობ გმირთა ქ. 61 (თბილისის ზღვა).
საკონტაქტო: ნატო კორსანტია - 577 092 242
17 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ წარმოადგენენ ერთობლივად მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის პრაქტიკულ და საკანონმდებლო ხარვეზებს ეხება.
ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით და მას დაესწრებიან ადვოკატები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
17 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.
კურსდამთავრებულებს დიპლომებს გადასცემს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
მის: მაჩაბლის 11
17 ნოემბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა „ვარდების აღების დროა“ იუსტიციის სამინისტროსთან რატი ბრეგაძის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.
მის: იუსტიციის სამინისტრო
საკონტაქტო: 598 54 94 84
17 ნოემბერს, 12:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ექიმები შეიკრიბებიან და პატიმრობაში მყოფი საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ.
17 ნოემბერს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: „დაძაბული ვითარება რეგიონში: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირებაა. სომხეთი რუსეთს დახმარებას სთხოვს. რატომ გამწვავდა ვითარება და რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24