აკაკი ბობოხიძე - მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა - ემოციურ ფონზე ოპოზიციას მთავარი პრობლემები ავიწყდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ემოციებს არიან აყოლილი და მთავარი პოლიტიკური საკითხები ავიწყდებათ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებისა და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის გარდა, ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი უნდა დააყენოს.

აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროტესტის ნიშნად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვონ.

„ემოციურ ფონზე, ოპოზიციას მთავარი პრობლემები დაგვავიწყდა და კონცენტრირება არ ხდება მთავარი პრობლემების ირგვლივ. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრობლემებზე საუბარი. მნიშვნელოვანია პროტესტი, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცილებით მთავარი ამოცანის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ამ პრობლემაზე დავიყვანეთ გეგმები და მოქმედებები. შეგვიძლია ემოციურადაც გვქონდეს რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და გინებით მივმართოთ იმ ადამიანებს, რაც უამრავ ადამიანს გულს მოუოხებს, მაგრამ გინებებში მაგარ გამოსვლას ჩემ თავს საერთოდ არ ვუთვლი, სადაც ემოციებზეა მთავარი აქცენტი აღებული. ის საშინელი განცდა, რომელიც ადამიანებს ამ კადრებით გვეუფლება, გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებით განვსაჯოთ, სად ვართ და რას უნდა ვაკეთებდეთ.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დატოვონ პარლამენტი. რისთვისაც შევედით პარლამენტში, ვის გამოც ამ პარლამენტს მიენიჭა ლეგიტიმაციის გარკვეული ხარისხი. იყო დათქმა, რომ გარკვეული ცვლილებები იქნებოდა მიღებული. ოპოზიცია დღეს უნდა ვიჯდეთ და ვგეგმავდეთ, რა მდგომარეობაში ვართ. პრაქტიკულად გასულია შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნება“ და თუ ის არ მიიღებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იმ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, გარეთ უნდა იყოს საპროტესტო აქციები, ოღონდ მოთხოვნა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ჩვენი პარტნიორები არ იქნებიან ბედნიერები და კმაყოფილები ჩვენს მიერ პარლამენტის დატოვებით, მაგრამ ყურადღების მიქცევას აუცილებლად შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ თუ არა ჩვენი საქციელი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.

ბობოხიძის შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში, ექსპრეზიდენტის შიმშილობის საკითხს პერსპექტივა არ აქვს და მნიშვნელოვანია, უფრო გრძელვადიანი გეგმის განხილვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დადგა დილემის წინაშე - უნდა უპასუხოს მოკლევადიან პრობლემას, მიშას შიმშილობას, რომელიც დროში არის შეზღუდული, კიდევ რამდენ ხანს გაძლებს, თვეებით და მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ყოფნაზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებულია, ამ მოკლევადიან პრობლემასაც უპასუხოს რაღაცით. ამიტომ, მთელი მათი ენერგია მიმართული არის მოკლევადიან პრობლემაზე, რომელიც გამოწვეული არის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით. დიდი გეგმა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა-არშიმშილობის ვადები ერთმანეთთან აცდენილია. გამოსავალი არის იმაში, რაც სტრასბურგმა შესთავაზა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა საშუალება, შეეწყვიტა შიმშილობა, ოღონდ სამწუხაროდ, იქვე გააკეთა დათქმა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში, ეს დათქმა არასწორია", - აღნიშნა ბობოხიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა