ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

“უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ფასები გაზრდილია

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა