პირობებს შექმნიან თუ არ შექმნიან, ციხის საავადმყოფოში მიშას და მსგავსი ტიპის პატიმრების ყოფნა არის დაუშვებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ნიშნავს.
„ციხის საავადმყოფოში ყველაზე კარგი პირობებიც რომ იყოს, მიშა სააკაშვილის და მსგავსი ტიპის პატიმრების ყოფნა, ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის ადამიანები, ვისაც წარსულში კრიმინალთან ბრძოლასთან ჰქონდა შეხება, არ შეიძლება პატიმრების გარემოცვაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მსგავსი ტიპის პატიმრების მიმართ არის განსხვავებული რეჟიმის ციხეები. ასე რომ, პირობებს შექმნიან თუ არ შექმნიან, ციხის საავადმყოფოში მიშას და მსგავსი ტიპის პატიმრების ყოფნა არის დაუშვებელი“, - განაცხადა ბობოხიძემ.