პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა

პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.

„ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარასკევს საღამოს მივიღეთ. მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. ხარჯების ნაწილი გაზრდილია 395 მილიონით. ასიგნებები აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონს. მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი წლის პროგნოზი 9,5 %-იდან არის გაზრდილი 10%-მდე. ამან მოგვცა საშუალება, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში, შენარჩუნებულია ეს მონაცემი და ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს. ბიუჯეტის დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4,4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აწევს 52,2%-ს. გაზრდილია ბევრი მხარჯავი სუბიექტის დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები არის 71 მილიონით გაზრდილი. 175 მილიონი ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ხელფასები გაიზარდოს საჯარო სექტორში 10%-ით. ყველა იმ უწყებას, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ეზრდებათ ხელფასები. კვირის მეორე ნახევარში გვექნება კომიტეტის სხდომა, სადაც ბიუჯეტის ამ ვერსიას განვიხილავთ“, - განაცხადა კოვზანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა