ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო სექტორში რეფორმები უნდა გაგრძელდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება.

მათივე ცნობით, მათ შორის საუბარი შეეხო: - საგადახდო მომსახურეობის ფინანსურ ტექნოლოგიებს, ღია ბანკინგს, ციფრული ბანკის ლიცენზირებას და ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას, ფინანსურ კონგლომერატებს, სხვა არასაბანკო დაწესებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და ა.შ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით დღეს განხილული საკანონმდებლო ინციატივები საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.

„საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. სამუშაო შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტები; არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა