ნათია თურნავამ ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

რევაზ არველაძემ თავისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოს ყველაზე სტრატეგიული დარგის - ენერგეტიკის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

ბატონ რევაზ არველაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, სადაც ბატონი რევაზის არაერთი მოსწავლე, უმცროსი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, ვულოცავ მას იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

ბატონი რევაზ არველაძე საქართველოს ენერგეტიკის ნამდვილი მემატიანეა. მან მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ყველაზე სტრატეგიული დარგის - ენერგეტიკის განვითარებაში. სხვადასხვა წლებში ბატონი რევაზი იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის უმსხვილესი სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების - ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და დღემდე არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ პროექტი. ასევე, ბატონი რევაზის უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“. გარდა ამისა, ის ავტორია არაერთი ენერგეტიკული კანონპროექტისა, რომელთა მიღებამ დიდი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, ბატონი რევაზ არველაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებულის აღდგენა - განახლების საქმეში.

ცალკე აღსანიშნავია რევაზ არველაძის საქმიანობა პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე. მისი უშუალო ჩართულობით დაინერგა თანამედროვე სასწავლო პროგრამა ენერგეტიკაში, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავდა მიზნად.

ბატონი რევაზის უშუალო თაოსნობით დაფუძნდა სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი „ენერგია“, რომელშიც თავისი კვლევა არაერთმა ცნობილმა ენერგეტიკოსმა გამოაქვეყნა.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ბატონ რევაზს 80 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და ქვეყნის ენერგეტიკის სასარგებლოდ კიდევ არაერთ საჭირო საქმის კეთებას ვუსურვებ“,- ნათქვამია ნათია თურნავას მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას