ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ბაღდათში შეხვედრა გამართეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან დასრულდა.

ბოლო შეხვედრა ბაღდათში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს კახა ენუქიძეს, საარჩევნოო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

ბაღდათის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ცაგერში, წყალტუბოსა და ქუთაისში.

დაგეგმილია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა