საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა.
ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ექიმი, სავარაუდოდ, სააკშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს. ამასთან, დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ.