რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე - ეს რეალური მრავალპარტიულობა არ არის, ამ თავყრილობაში გადამწყვეტი მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება

თუ გაიმარჯვებენ, გუნდი იმუშავებს, ოღონდ იმუშავებს იმ დონეზე, რა დონეზეც ამის საშუალებას მას "ნაციონალური მოძრაობა" მისცემს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ერთი პარტია ქმნის კოალიციას სხვა პარტიების მეშვეობით, ე.ი. მას რაღაცის „მასკირება“ და დაფარვა უნდა.

საყვარელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მათივე წარსულთან რომ არ იყოს დაკავშირებული, მაშინ დასაფარი არაფერი ექნებოდა და არც კოალიცია შეიქმნებოდა.

„ეს რეალური მრავალპარტიულობა არ არის. აქ უბრალოდ სხვადასხვა პარტიის ხალხი მოიწვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მასპინძელმა სტუმრები რომ მოიწვიოს და მერე უთხრას წადითო, ხომ წავლენ? ასე რომ, გადამწყვეტი ამ თავყრილობაში მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რა თქმა უნდა. არასწორი პრინციპით არის კოალიციაზე ლაპარაკი. კოალიცია არ შეიძლება შეიქმნას რომელიმე ერთი პარტიის სურვილით, კოალიცია უნდა შეიქმნას ობიექტური აუცილებლობით, როცა პარტიებს აქვთ თანაბარი ძალა და თუ ერთი პარტია ქმნის კოალიციას, ე.ი. მას რაღაცის „მასკირება“ და დაფარვა უნდა სხვა პარტიების მეშვეობით. თავის დროზე ყოფილი კომუნისტი შევარდნაძე გახდა პრეზიდენტი, მან შეადგინა კაბინეტი და მოიწვია თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი, რადგან მას დაფარვა უნდოდა თავისი კომუნისტური წარსულის. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იყოს იმ 9 წელთან დაკავშირებული, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მაშინ დასაფარი არაფერი ექნებოდა და არც კოალიცია შეიქმნებოდა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში თანამდებობები ასე გადანაწილდება:

თბილისის მერის მოადგილეები - მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი;

შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი;

შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა;

მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი;

იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა;

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა;

ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;

თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე;

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე,

ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი;

ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე;

საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე;

ისნის გამგეობა - ლანა გალდავა;

სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე;

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;

მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა