1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1990–1996 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; 1993–1995 წლებში სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს–მდივანი; 2005–2006 წლებში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 1980–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან არის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის“, დაიცვა 1979 წელს.