კახა კახიშვილი - ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დაიჯეროს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნების შემთხვევაში იგივე პოლიტიკას არ გაატარებს

დღეს თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ეს არ არის „ქართული ოცნების“ შექმნილი. ამის(სისტემის) ავტორები დღეს საუბრობენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, კი მაგრამ ერთხელ რომ იყავით რა გააკეთეთ ამ კუთხით? დღეს კი ყველა იძახის არ იყო კარგი, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კახა კახიშვილის განცხადებით, არ არსებობს ადამიანი, ვინც დაიჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმ პოლიტიკას არ გაატარებს, რასაც ცხრაწლიანი მმართველობის დროს ატარებდა.

„ნეტავ, ერთი ადამიანი მაჩვენა დღეს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დაიჯეროს, თქვას, რომ მე მჯერა, რომ დაბრუნების შემთხვევაში ეს ადამიანები იგივე პოლიტიკას არ გაატარებენ.

მილიონჯერ გვისაუბრია სასამართლო სისტემაზე და ამ დროს იმ სასამართლოს შემქმნელები გამოდიან და იძახიან, რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ. მე არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებაში ამ ადამიანების დაბრუნების შემთხვევაში უარესი მდგომარეობა არ იქნება დემოკრატიის კუთხით.

2003 წლის რევოლუციამდე ასეთივე შერიგებაზე არ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ასეთივე ხელშეკრულებას მოსახლეობასთან არ დებდა, ისევ არ საუბრობდა ბატონ ზვიადზე და მის მომხრეებზე? პირველ თვეებში როდესაც რევოლუცია მოხდა, პირველ მთავრობაში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებიც იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ მერე გაქრნენ ნელ-ნელა. არ გინახავთ ეს მაგალითები, როდესაც საუბრობდნენ შერიგებაზე და ბოლოს ეს შერიგება რით დამთავრდა, პირველივე დღეს, საწყალი რჩეულიშვილი რომ სცემეს კრწანისის რეზიდენციის ასასვლელში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა