გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს - რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს - რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტური პრემიერ - მინისტრია და მის მიმართ არა ერთი ჭორი და მოგონილი ამბავი გავრცელდება.

"ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ობიექტური პოზიცია დაიკავა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული - თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები.

როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ტვ პირველის" ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა