ეკა გიგაური - ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ

თუკი შევხედავთ დიდ სურათში, რა ხდება ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ადგილი აქვს ზეწოლას, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას.

„თუკი შევხედავთ დიდ სურათში, რა ხდება ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, წინასაარჩევნო პერიოდში არ იყოს ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, არ გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტი სათავისოდ, არ გვქონდეს ბევრი შემთხვევა, როდესაც არ არის ეფექტურად გამოძიებული ის დარღვევები, რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ და პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. ამ წინასაარჩევნო პერიოდს კიდევ ემატება ჟურნალისტებზე თავდასხმები და ის არაეფექტური გამოძიებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისის შემდეგ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა