“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ბაკალავრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში, რის შემდეგაც კავკასიის ბიზნეს სკოლაში (თბილისი, საქართველო) განაგრძო სწავლა, საიდანაც 2001 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაში.

2010 წელს ეკა გიგაურმა მეორე სამაგისტრო პროგრამა დაასრულა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (ამსტერდამი, ნიდერლანდები).

კურსის დასრლების შემდეგ მას სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. გარდა ზემოაღნიშნული აკადემიური პროგრამებისა, 2007 წელს მან გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია).

2017 წელს დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის კურსი.

1996 წელს საქმიანობა დაიწყო საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირებით.

1999 წელს მან საკუთარი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში (სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი) სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირება გაიარა და მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გაეროს ოფისში 1999-2000 წლებში. 2001-2002 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის პოზიციაზე.

2002-2004 წლებში როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორმა, მუშაობა განაგრძო “მერიოტ ინტერნეშენალში”.

2004 ოქტომბრიდან 2008 ნოემბრამდე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

2005 წელს იგი დაწინაურდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიცია დაიკავა, სადაც სასაზღვრო პოლიციის რეფორმებს კურირებდა. იყო ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოლაპარაკების სახელმწიფო კომისიის წევრი.

2008 წელს თავად დატოვა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

2009-2010 წლებში გადაინაცვლა ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაცია - “კაუკასუს ინტერკონექტში” (ჰააგა, ნიდერლანდები), სადაც ექსპერტის პოზიციას იკავებდა.

2010 წლის ნოემბრიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ეკა არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო გამგეობის წევრი. ასევე საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეკა იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ეკა გიგაური - ყველა, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, თანხმდება, რომ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე - დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას
ირაკლი ზარქუა - დააგვიანეთ-თქო, უთხარით ეკა გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც - გადაეცით, თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ-თქო
ეკა გიგაური - თუ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი დღევანდელ პრობლემებს არ დაეხმარება, ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი აქ არ იქნება
ეკა გიგაური - მეც მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ორგანიზებული პროცესი შეიძლებოდა დახმარებოდა იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ მიზანი სულ სხვაა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია
პრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილს, ეკა გიგაურს, ეკა ბესელიას და ნინო წილოსანს ხვდება
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება
ეკა გიგაური - სააკაშვილის ასეთი სახით გადაყვანა პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო, მთელი პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვა, არის „ქართულ ოცნებაზე“
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება
ეკა გიგაურის შეფასებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია მესამე პრეზიდენტს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნან და საკითხი პოლიტიკურად არ იყოს გამოყენებული
ეკა გიგაური - ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა შსს-ს ინფორმაცია, ადამიანების ჩვენს საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუ არ აქვთ, ეს დიდი პრობლემაა
ეკა გიგაური - ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ
ეკა გიგაურის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ანგარიშზე, რომელიც ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშის სახით თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოაქვეყნა
ეკა გიგაური - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია
ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
ეკა გიგაური - „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ქვეყნის რეფორმების გზით განვითარებაზე და ევროპულ გზაზე
ეკა გიგაური - ჯერ დაიწყეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიებები, ახლა კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმით უნდათ, რომ გააჩერონ მედია - რთული ვითარებაა, ჩემთვის ეს არის მზადება არჩევნებისთვის
ეკა გიგაური - „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აცემინა ყველა, ვისაც ვერ იტანს და არ უყვარს - მომხდარი პირველ რიგში პრემიერის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა