ეკა გიგაურის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ანგარიშზე, რომელიც ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშის სახით თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშის სახით თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოაქვეყნა. კერძოდ, მისი თქმით, ეს ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, რომელთა მიმართებითაც დარღვევები ვლინდება.

"კარგია, რომ ევროპარლამენტარები აქ არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასავლელი პარტნიორების ყურადღება არის დიდი. ეს მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, ჩვენ მაინც გვყავს დიდი სადამკვირვებლო მისიები და ძალიან კარგია, რომ გვყავს ევროპარლამენტარების მისიაც. იცით, რომ გამოვაქვეყნეთ ორი ანგარიში და მათთან ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ, თუ რა ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები, იყო თუ არა ეფექტური გამოძიება ამ პერიოდში, იყო თუ არა ზეწოლა და მუქარა კონკრეტულ ადამიანებზე და იცით, რომ ამ პრობლემის წინაშე ვიდექით წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ დიდი დისბალანსია, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით”. განაცხადა ეკა გიგაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა