თამარ კეკენაძე - „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე, ცდილობს ამ არჩევნებს დაუკარგოს მნიშვნელობა და აზრი

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე, ცდილობს ამ არჩევნებს დაუკარგოს მნიშვნელობა და აზრი, - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.

კეკენაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო სრულად ჩამოშალა.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ დასრულდეს პოლარიზება და დაპირისპირება ქვეყანაში, საჭიროა 2 ოქტომბერს ცვლილებები დავიწყოთ.

„უკვე 9 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, ქვეყანას დაუნგრია ფუნქცია და თითოეულ ჩვენგანს გაუნადგურა მომავალი. უკვე, რამდენი არჩევნებია ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს ამ არჩევნებს დაუკარგოს შინაარსი და საერთოდ დაუკარგოს აზრი. ჩვენ თუ გვინდა, რომ დავასრულოთ ეს პოლარიზება და დაპირისპირება, 2 ოქტომბერს ცვლილება უნდა დავიწყოთ ახალი ძალით, იმ ადამიანებთან ერთად ვინც არის საქმეზე ორიენტირებული, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, რომელსაც აქვს კომპლექსური ხედვა არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარების. ჩვენი თბილისის ხედვა ეფუძნება 3 ძირითად პრიორიტეტს და ამოცანას ეს არის - პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნა, მეორე საშუალო ხელფასის გაზრდა და მესამე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელ შეწყობა. მინდა მივმართო არა მხოლოდ თბილისელებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” მიზანია დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” მმართველობა და ამავდროულად არ დავუშვათ ძველი ხელისუფლების, მიხეილ სააკაშვილის პარტიის დაბრუნება”, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა