ფარული ჩანაწერების თემა არჩევნების წინ სპეციალურად გამოგდებულია, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდეს - ვაანალიზებთ რა დარტყმას ვაყენებთ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს?! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ როცა საქმე კერძო პირებსა და ეკლესიას ეხება, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ.
"ფარულ ჩანაწერებს პროკურატურა იძიებს. დავაცადოთ მას. ტელევიზიებში ვიღაც მტყუან-მართალს ერთმანეთში ურევს. ასე ვერ ვიმსჯელებთ... გამოძიების შედეგებს დაველოდოთ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.