დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამებში 2021 წელს გამარჯვებულ თანამემამულეთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საგრანტო პროგრამები სამ მიმართულებას მოიცავდა, კერძოდ - დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მიმართეს.