გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართულ ოცნებაზე" - უსირცხვილოდ ისვრიან ტალახს, მაგრამ მხოლოდ წააგებენ - ჯობია, უმსგავსო ფაქტები გამოიძიონ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მისი ძმა და ასევე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, კონტრ-დაზვერვასა და ანალიტიკური სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

შესაბამისად, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა მთავრობის ყოფილ მეთაურსა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანათ, ტყუილია.

„ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ანუ ჩემი ძმა, არცერთი დღე არ ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. იმ სააგენტოსი, რომელიც არის მოსმენებით დაკავებული. მისი ძირითადი მიმართულება და საკურატორო სფეროები იყო კონტრ-დაზვერვა და ანალიტიკური სამსახური. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ერთამანეთთან შემხებლობის არმქონე ორი სხვადასხვა მიმართულებაა, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სუს-ში მუშაობის პერიოდში, მის ძმას სულ სხვა სფერო ებარა და ფარულ ჩანაწერებთან თუ მოსმენებთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილს შემხებლობა არ ჰქონია.

გიორგი გახარიას პარტიის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია პარტია „საქართველოსთვის“ საზოგადოების თვალში „გააშავოს.“ მან მმართველ პოლიტიკურ ძალას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„გამოძიების დაწყების შესახებ ჩვენ პროკურატურისგან გავიგეთ ორი დღის წინ და არ იყო გასული ერთი დღე, როდესაც ე.წ. ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ და ასახელებენ სახელებს და გვარებს, მათ შორის ჩემს ძმასაც. სრულიად უტიფრად, უსირცხვილოდ ისვრიან ტალახს, მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მსგავსი ნაბიჯებით ისინი მხოლოდ წააგებენ. ჯობია გამოიძიონ აბსოლუტურად უმსგავსო ფაქტები, რამდენად შეესაბამება რეალობას, დაადგინონ ავთენტურობა ამ დოკუმენტების, რაც არის გამოტანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ცრუ ბრალდებებს მოეშვან, ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ბევრი გამოწვევა უდგას და იმის მაგივრად, რომ თუნდაც სუს-ის თანამშრომლებმა გააკეთონ თავიანთი საქმე, დღეს ისინი დაკავებული არიან ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დევნითა და ზეწოლით.

სუს-ის აღწერას მე არ დავიწყებ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უნდა ითქვას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ანუ ჩემი ძმა, არცერთი დღე არ ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი - იმ სააგენტოსი, რომელიც არის მოსმენებით დაკავებული. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გონიერებას მოკლებული, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ იყენებს, რომ როგორმე მორიგი ტალახის ნიაღვარი წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით. მისი ძირითადი მიმართულება და საკურატორო სფეროები იყო კონტრ-დაზვერვა და ანალიტიკური სამსახური. შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, რომელიც დაკავებულია მსგავსი საკითხებით, არ იყო მისი საკურატორო სფერო. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ერთამანეთთან შემხებლობის არმქონე ორი სხვადასხვა მიმართულება. ამ ტყუილის მიზანია ჩვენი დისკრედიტაცია, საზოგადოების თვალში ჩვენი გაშავება და ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებენ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა