სპორტის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს.

„კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულის შესახებ ონლაინ ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოებას დროული აცრისკენ და ვაქცინაციის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ. ამ ჩვენ მოწოდებას სრულად იზიარებენ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების ნაწილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა ადამიანებს იმუნიტეტის გამომუშავებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ონლაინ ფორუმზე, სადაც 500-მდე დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ,

პარასპორტსმენმა, ნინა თიბილაშვილმა, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავრამა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა