გიორგი ტყემალაძე და კახა კუჭავა ახალგაზრდებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდა. გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებს დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. შეკითხვები ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, სარეკრეაციო სივრცეების და ველობილიკების მოწყობას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

გიორგი ტყემალაძემ და კახა კუჭავამ ახალგაზრდებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან ერთად, შევხვდი ახალგაზრდებს, რომელთა ხედვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, სადაც ბევრი აქტუალური საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გავეცანით ახალგაზრდების მოსაზრებებს და ჩვენის მხრივ, გავაცანით მათ ქალაქის განვითარების ჩვენი ხედვები. ვისაუბრეთ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებისას ახალგაზრდების აქტიურობა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრას, რომელიც "ქართული ოცნების" ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული, პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და ნოდარ ტურძელაძე, ასევე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა