განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრება.
საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ტალიაშვილის თქმით, ამაყია, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება როგორც ძლიერი რეგიონული მოთამაშე.
„ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება როგორც ძლიერი რეგიონული მოთამაშე. საქართველოს უყურებენ როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე მებრძოლს და შავი ზღვის არეალში მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მონაწილეს. საქართველოს ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებული რეფორმები სანიმუშოდ მიიჩნევა“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.