ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს

პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობამ უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრთან ერთად „ოცნების ქალაქში“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა