„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ გააჟღერეთ, ეს არის არა მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენ ეს სპორტსმენები დავაფასეთ, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ოლიმპიელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპორტის მხარდაწერისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ გააჟღერეთ, მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენ ეს სპორტსმენები დავაფასეთ, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ“, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები -500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ.