ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია  დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოთარ დანელია ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას უხელმძღვანელებს, როგორიცაა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტო“.

ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მათ შორის, 2014 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016 – 2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ოთარ დანელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის“ სპეციალობით, აგრეთვე მინიჭებული აქვს ევროპის მართვის სკოლაში - ESM (საქართველო) – IT MBA - ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში - აღმასრულებელი MMA - ის წოდება (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით). აგრეთვე დამთავრებული აქვს ECA აკადემიაში (აშშ), 2020 ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობა კრიზისულ პერიოდში.

ოთარ დანელია არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: ორგანული კანონი „სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ”; კანონი „ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ”; კანონი „საქართველოს აგროტურიზმის შესახებ”, აგრეთვე ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა