განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდის საკითხზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროცესში ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში ხასან ხალილი მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების, გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების აღსრულებისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„იუნისეფი დიდი ხანია მხარს უჭერს შესაბამის სტრუქტურებს როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებში, ასევე სკოლამდელი განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა", - განაცხადა ხასან ხალილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კომიტეტის როლზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის იმპლემენტაციის პროცესში. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების ყველა ის სტანდარტი, რომელიც უნდა დაინერგოს 64-ვე მუნიციპალიტეტში.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც კანონის საფუძველზე ავტორიზაციის საშუალებით სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ზუსტად გაწერილი გზავნილები და ყველა ოჯახი დარწმუნებული იყოს, რომ მათი შვილი მიიღებს მაღალი სტანდარტის მქონე სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მიღებულია ცალკეული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები.

„სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, ვიმსჯელეთ პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის საკითხზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სამინისტროებს. ვფიქრობ, ავტორიზაციის პროცესი დაჩქარდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა