ვალდებულები ვართ ყველა, ვისაც მიგვაჩნია, რომ 5 ივლისს რაც მოხდა, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავლისთვის არის საფრთხე, აქ ვიყოთ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სერგი კაპანაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა დააფიქსრიონ პროტესტი მანამ, სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.
„ვალდებულები ვართ ყველა, ვისაც მიგვაჩნია, რომ 5 ივლისს რაც მოხდა, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავლისთვის არის საფრთხე, აქ ვიყოთ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, ასეთი დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს მიმართ არასდროს ყოფილა და ეს უბრალოდ ცუდი და მარტივი სიტყვები კი არა, ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერსებისა და უსაფრთხოებისთვის ამ წუთში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ამ ადამიანებმა მოახერხეს და თვითონ გადაიქცნენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემად“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.