გიორგი ვაშაძე - „ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს

„ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებს.

მან დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის რეიტინგზეც ისაუბრა, რომლის მიმართაც „ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად გამოკითხულთა 50%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს და აღნიშნა, რომ ის კახა კალაძეს „ძალიან დაბალ შანსს უწინასწარმეტყველებს, რომ მერობა შეინარჩუნოს“.

„ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს. ძალიან კარგად ჩანს, რომ ის სტრატეგია, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს, გამარჯვების სტრატეგიაა, მაქსიმალურად მეტი ხმა უნდა გამოვიტანოთ.

პირად რეიტინგში ძალიან მაღალი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრს ჯერ კიდევ ვერ ავუხსენით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პოლიტიკური ძალაა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს.

რაც შეეხება კახა კალაძეს, კახა კალაძის მხილებებს დაელოდეთ, ძალიან დაბალ შანსს ვუწინასწარმეტყველებ, რომ მერობა შეინარჩუნოს“, - აღნიშნავს ვაშაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

კითხვაზე, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 32%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 24%; გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“ - 13%; გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%; „ლელო“ - 4%; შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“ - 3%; დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; ლევან ვასაძე - „ერი“ - 3%; ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%; „გირჩი“ - 2%; ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ - 2%; ალექსანდრე ელისაშვილი - „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - გიგა ბოკერია - 1%; ელენე ხოშტარია - „დროა“ - 1%;

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა