რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სიტყვით მიმართა მონაწილეებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების საკითხებს შეეხება.

„წლებია, რუსული ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების მეშვეობით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის არსებული მდგომარეობის დაფიქსირება და, რაც მთავარია, მათი დაცვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს! ძეგლების ისტორია არის ძალიან დიდი! ისინი ასახავენ ქართულ-აფხაზურ საერთო ისტორიას, რომელმაც, შესაძლოა, ქართული და აფხაზური საზოგადოების კვლავ გაერთიანება შეძლოს! ამიტომ, ჩვენი მხრიდან, აუცილებელია საერთაშორისო მისიებთან ძალისხმევის გაორმაგება, რომ მათი აქტიური ჩართულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები განადგურებისგან დავიცვათ!

საქართველოს სხვადასხვა არქივში დაცულია თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ანაზომები და ნახაზები. ამავდროულად, ჩვენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვამზადებთ ვებ- პორტალს, სადაც 200- მდე ძეგლი იქნება დეტალურად აღნიშნული,“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, UNESCO-ს წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, პარტნიორი ორგანიზაციები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა