მინდა ჩავერთო აქტიურად, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატის ხმები წავიდეს ისეთ პარტიებში, რომლისთვის ერთიანად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - მაგალითად, ამ ნიშნის მატარებელია ანა დოლიძე და თუნდაც ჯერჯერობით გიორგი გახარია, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველოს არჩევნებზე 43% ვერ უნდა აიღოს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ვადამდელი არჩევნები არის შესაძლებლობა, ჩვენ დავაღწიოთ თავი კორუფციას, გავარღვიოთ, ნაბიჯები გადავდგათ სასამართლო რეფორმისკენ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
ჩვენი ხსნა პოლიტიკურად თავისუფლების თვალსაზრისით, დოვლათის შექმნის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ჩვენი ინტეგრაციული ხაზი დასავლეთის.
მინდა ჩავერთო აქტიურად, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატის ხმები წავიდეს ისეთ პარტიებში, რომლისთვის ერთიანად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მაგალითად, ამ ნიშნის მატარებელია ანა დოლიძე და თუნდაც ჯერჯერობით გიორგი გახარია.
მე არ მინდა დავაზიანო „ქართული ოცნება“ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს, მაგრამ მინდა დავაზიანო „ქართული ოცნება“ ისე, რომ სხვა ისეთი პარტია გაძლიერდეს, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი იქნება.
ამ წაქცეული „ქართული ოცნების“ გადაჯეგვას არაფერი არ სჭირდება, მე უბრალოდ ვერ ვხვდები ამ სუსტ პარლამენტში როგორ ვერ ერევიან ამ სუსტ „ქართულ ოცნებას“, ან როგორ უნდა გაიტანონ მოსამართლეები ჩემთვის წარმოუდგენელია. როდესაც იმდენად არის დარღვეული მათ საწინააღმდეგოდ მანდატების ბალანსი, უბრალოდ ვერც ერთ კომიტეტს ვერ ჩაატარებენ თუ ოპოზიცია მოინდომებს. გამორიცხულია იურიდიული კომიტეტი ჩატარდეს, ან რას წუწუნებს ეს ოპოზიცია, უბრალოდ პარალიზება გაუკეთონ თუ შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ ამის რესურსი, სუსტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმაც უნდა იცოდეს, რომ უსუსტესია „ნაციონალური მოძრაობა“, არანაირი ხელისუფლების ამღები და არც დამბრუნებელი არ არის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.