სერგი კაპანაძე - შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით

შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ - მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.

„შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში „ქოცების“ 43%-ზე მეტის ვერ მიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.

ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე „ქართული ოცნება“. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა, კი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.

თუ მოლაპარაკებები გრძელდება, მეტის მიღებაც შეიძლება და ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები. თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.

ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ „ოცნება“ მონდომებს ამას, ისედაც გააკეთებს“, - წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა