„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა - დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ადვოკატებთან, სოსო ბარათაშვილთან და კახა კოჟორიძესთან ერთად „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ადვოკატების თქმით, აქიმიძესა და დვალს, როგორც დაზარალებულებს აქვთ უფლება, საქმის მასალების ასლები მიიღონ.

ადვოკატ კახა კოჟორიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 2021 წლის 14 მაისს შედგება და მასალების ასლები, რის მიღებასაც ითხოვენ, მტკიცებულების სახით უნდა წარადგინონ.

„ერთ-ერთი მიზეზი საქმის მასალების მოთხოვნის არის ის, რომ მტკიცებულებების სახით ეს მასალები წარვადგინოთ. მეორე მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ, რა დანაშაულებრივი სქემებით მოხდა „რუსთავი 2”- ის წართმევა. მათ შორის ძალიან საინტერესოა მოპასუხის მხარის, ქიბარ ხალვაშის პოზიცია. ქიბარ ხალვაში ჩვენებაში ამბობს, რომ ვითომ ის კეთილსინდისიერი შემძენია და ასევე აღიარებს, რომ წილის ნასყიდობის საფასური 1 მლნ 200 ათასი დოლარი გადაუხადა ირაკლი ოქრუაშვილს და 4 მლნ დოლარი გადაუხადა ივანე მერაბიშვილს, ეს ორი ადამიანი მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ. ვსვავ მარტივ კითხვას - როგორ შეიძლება რაიმეს სახის გარიგება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, თუ მეორე მხარე თანხის საფასურს მესაკუთრეებს კი არ აძლევს, არამედ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს? ასეთი აბსურდული მტკიცებულებები დევს საქმეში. პროკურატურამ მიზანმიმართულად გააჩერა საქმე, იმიტომ, რომ თუ ეს საქმე ბოლომდე მივიდოდა და დანაშაულებრივი სქემა გაიხსნებოდა, მაშინ არა მხოლოდ პასუხისგებაში მიცემა მოუწევდათ, არამედ მოუწევდათ „რუსთავი 2”-ის დაბრუნება აქიმიძესა და დვალისთვის”, - განცხადა კოჟორიძემ.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი პროკურატურას მიმართავს, არ გამოიტანოს რაიმე სახის დადგენილება, რითაც ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს დაზარალებულთა სტატუსი მოეხსნებათ.

„საქმის მასალების მიღებით გახდება ცნობილი, რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაული იქნა ჩადენილი. ამასთანავე, ვაფრთხილებ პროკურატურას, არ გამოიტანოს რაიმე დადგენილება, ხელი არ წაუცდეთ, რომ ისინი დაზარალებულთა სიიდან ამორიცხონ. ეს იქნება კიდევ ახალი დანაშაული. გამოძიება ფაქტობრივად გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გახსნილია, არცერთი პირი პასუხისგებაში მიცემული არაა”,- განაცხადა ბარათაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა