პოლიტიკოს სერგი კაპანაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომ ის ოპოზიციას დაასრულდება წარუმატებელი აღმოჩნდა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, გახარიას გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა იქნება.
„წარუმატებელი აღმოჩნდა ეგ მუქარა. პრემიერ-მინისტრი იყო „ცხენზე იჯდა, ამხედრებული იყო“, იგულისხმა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურად დაასრულებდა. დღეს სად არის?! ხელისუფლებაშია? თვითონ როგორც ამბობს, ოპოზიციაშია და გაუგებარი მომავალი აქვს, ვინ როგორ დაამთავრა ოპოზიცია გაუგებარია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ წარმატებული მუქარა იყო და წარმატებულ მაგალითად გამოდგება ძალიან ცდება“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.
როგორც სერგი კაპანაძე დასძენს, პარტიაში მიმდინარე რყევების შემდეგ „ნორმალური ხელისუფლება ხალხს ჰკითხავდა, გინდა თუ არა დავრჩე ხელისუფლებაში“.
„ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ახლა უფრო ღრმაა. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ ბიძინა ივანიშვილით და გიორგი გახარიათი, წავიდა გახარია, მათი პრემიერ-მინისტრი, თან გაიყოლა რაღაც მოწონება და ხმების მხარდაჭერა, ახლა პარლამენტში გამოეყოთ ჯგუფი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ახალი არჩევნების დროა, არ შეიძლება ასეთი უზარმაზარი რყევის შემდეგ, სულ რომ არჩევნების ლეგიტიმურობას, გაყალბებას, სხვა საკითხებს თავი დავანებოთ, ასეთი რყევის შემდეგ, წესით ყველა ნორმალური ხელისუფლება ხალხს ჰკითხავდა, გინდა თუ არა დავრჩე ხელისუფლებაში“,-აცხადებს კაპანაძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან, პარლამენტში კი, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას.