დღეს „ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართება. დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება. ბაქრაძე ყოფილი თანაგუნდელების ყრილობას არ დაესწრება.
„ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. პარტიის ყრილობას არც უგულავა დაესწრება.
ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.