„აუ, რამდენი ვართ, ცრემლები მადგება, აი, ეს არის საქართველოს გენეტიკური კოდი“, - ამ სიტყვებით მიმართა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.
რამდენიმე წუთში შეკრებილები მსვლელობით საპატრიარქოსკენ გაემართებიან, შემდეგ კი, "დედაენის ბაღში" მივლენ, სადაც დეკლარაციას მოაწერენ ხელს.